Google+

დოკუმენტები

27.08.2013
საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება

საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის რეზიდენციის სამხედრო მოსამსახურეთა დასასვენებელ სახლად გადაკეთების შესახებ

 

1.  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სამხედრო მოსამსახურეთა განსაკუთრებული წვლილისა და შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების გათვალისწინებით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობა-ნაგებობები და მათზე დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ფართობი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრთათვის და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წევრთათვის დასასვენებელ სახლად გამოყენების მიზნით.

2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული განხორციელება ამ განკარგულების შესრულების მიზნით.

 

 

მიხეილ სააკაშვილი

 

N 1

2013 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code