Google+

დოკუმენტები

10.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “Super Puma” ტიპის ვერტმფრენების გასხვისების აკრძალვის შესახებ

სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროში ფრანგული წარმოების “Super Puma” ტიპის ვერტმფრენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება აღნიშნული ვერტმფრენების ტექნიკურ მონაცემებს, საქართველოში ამ ტიპის ტექნიკის უკიდურეს სიმწირესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს, როგორც მაღალმთიანი ქვეყნის ტერიტორიაზე მათი სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შესაძლებლობას, ვბრძანებ:

1.                  აიკრძალოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „Super Puma“ ტიპის შვეულმფრენების გასხვისება ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.

2.                 საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული შვეულმფრენების მოვლა-პატრონობა და გამართულობა.

                                                                                                                                                                                             მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code