Google+

სამართლებრივი აქტები

03.06.2013
საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის განცხადება

„საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის N201 ბრძანებულების შესაბამისად, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

საკონკურსო კომისიას დაფინანსებისთვის მიმართა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩარიცხულმა 200-მდე სტუდენტმა. აპლიკანტების მიერ მოთხოვნილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 12 (თორმეტი) მილიონ ლარზე მეტი. განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა აპლიკანტთა 65 (სამოცდახუთი) პროცენტზე მეტი.

გასაუბრების შემდგომ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებისას, მთავარ ამოცანას წარმოადგენდა არსებული რესურსით აპლიკანტთა მაქსიმალური რაოდენობის დაკმაყოფილება, რომელიც ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაშიც კი მოახერხებდა მათ მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, კომისიამ ვერ მოახერხა ვერც ერთი აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი თანხის 100 (ასი) პროცენტით დაკმაყოფილება. კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ იქნა 37 (ოცდაჩვიდმეტი) აპლიკანტი, რომელთა დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 1 (ერთი) მილიონი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ, სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ვერ შეძლო ყველა კონკურსანტის ინტერესის გათვალისწინება, უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილეთა უმრავლესობა წარმოადგენდა უაღრესად ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც საკონკურსო კომისია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის და გულწრფელად უსურვებს წარმატებას დასახული მიზნის განხორციელებაში.

ამასთან, კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მუშაობის პროცესში ადგილი ჰქონდა კომისიის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას ზოგიერთი კონკურსანტის მიერ, რაც გამოიხატა კომისიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რამაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედა კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code