Google+

წერილები და მიმართვები

25.05.2011
საქართველოს პრეზიდენტს ამერიკელმა კოლეგამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

"ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი.

მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისუფლება მოიპოვა, მის დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ქართველი ხალხის  კეთილდღეობის,  უსაფრთხოებისა და დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოსთან თანამშრომლობს მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში შეიტანა, მათ შორის, ავღანეთის მისიაში მონაწილეობით. ჩვენ ვაფასებთ იმ სიმამაცესა და მსხვერპლს, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს.

საქართველოს მიღწევები კვლავაც სამაგალითოა მსოფლიოს სხვა დემოკრატიული მოძრაობებისათვის. აშშ პირობას დებს, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს  მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული მიღწევების გამყარებას, ფართო ეკონომიკური ზრდის მდგრადობას და მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრებას. იმედი გვაქვს, რომ კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბებას მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ და ქართველს ხალხს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ."




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code