Google+

სიახლეები

07.11.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ივან იესტრჟაბს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ უსურვა საქართველოს დასახული მიზნის მიღწევა - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. როგორც ივან იესტრჟაბმა აღნიშნა,  ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავაც განაგრძობს საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერას.  

„ამ ქვეყანაში 6 წელიწადი გავატარე და  ძალიან მალე დავტოვებ საქართველოს... ამ წლების განმავლობაში მე ვიყავი მომსწრე ქვეყნის პროგრესისა, როგორც მატერიალური, ისე მენტალური თვალსაზრისით და, რაც მთავარია, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხრივ... თქვენს ქვეყანას ვტოვებ იმ განცდით, რომ საქართველო ნამდვილად სწორ გზას ადგას“, - განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)