Google+

ინტერვიუები

11.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანიის „FOXNEWS" გადაცემაში „Your World" მიიღო მონაწილეობა

ნეილ კავუტო:

მოხარული ვართ გიმასპინძლოთ, ბატონო პრეზიდენტო.

იხეილ სააკაშვილი:

მეც მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მერგო პატივი ვიყო თქვენს შოუში.

ნეილ კავუტო:

დღეს თქვენ და დონალდ ტრამპი როგორც ერთი კარგი გუნდი, ისე გამოიყურებდით. რას აპირებს ტრამპი საქართველოში? უნდა ააშენოს რამე?

მიხეილ სააკაშვილი:  

მან დღეს ხელი მოაწერა დიდ პროექტს და ჩვენი ზღვის სანაპიროზე სამშენებლო სამუშაოებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. საქართველო არის ადგილი,  სადაც მხოლოდ ჩვენს ნაწილზე ხვდება შავი ზღვის ტროპიკული მხარე. ჩვენ ძალიან ვგავართ ჩრდილოეთ კალიფორნიას და ეს არის ქვეყანა, სადაც მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ზღვაში ცურვაც და თხილამურებზე სრიალიც. ეს ადგილები ერთმანეთისგან რამდენიმე საათის სავალზეა დაშორებული. ასე რომ, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი შემოდის საქართველოში, და ეს პირველად ხდება მთელ რეგიონში, აღმოსავლეთ და  ცენტრალურ ევროპაში და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. მან თქვა კიდეც თუ რატომ მოდის საქართველოში: საქართველო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნომერ პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზარისით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

ნეილ კავუტო:

და ყველა ის საფრთხე, რომელიც პუტინისგან მოდის, ყველა ის განსაცდელი, რომელიც გამოიარეთ? თქვენ ლამის მოგკლეს...  

მიხეილ სააკაშვილი:

მე რომ თქვენს გადაცემაში ვიყავით, თქვენ ეკრანზე უყურებდით როგორ გვბომბავდნენ...

ნეილ კავუტო:

და სწორედ ამის გამო, ტრამპისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ისეთ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა?  

მიხეილ სააკაშვილი:

მართლაც, არჩვეულებრივია ის, თუ როგორც შემობრუნდა ვითარება, ასევე, საოცრებაა, რომ  ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერს გაუძლო, რადგან ჩემს წინა მოსვლაზე ჩვენ ვსაუბრობდით დაბომბვაზე, ხოლო ახლა ვსაუბრობთ მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ჩემს ქვეყანაში შემოდის. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტზე, რომ რუსეთი აქვს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის სტატუსი, მაშინ, როდესაც კორუფციის მაჩვენებლების ძირითადი შემფასებლის ტრანსპარენსი ინტერნეშენალის მონაცემებით, საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად არის აღიარებული მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ,  რომ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც გამოკითხევზე დაყრდნობით, ავრცელებს წამყვანი ევროპული ორგანიზაციები, საქართველო არის ნომერ მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში.

ნეილ კავუტო:

ამასთან დაკავშირებით დღეს დონალდ ტრამპმაც ხაზგასმით აღნიშნა - დონალდ ტრამპი: „რაც ოდნავ "მაღელვებს" არის ის, რომ საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, უსაფრთხოების მხრივ. ამას უნდა მივხედოთ - მსგავსი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს საქართველო ამ საკითხშიც ნომერ პირველი იქნება". რას ნიშნავს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა?

მიხეილ სააკაშვილი:

ეს ნიშნავს ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები არ იპარავენ ან იპარავენ გაცილებით ნაკლებს ვიდრე სხვაგან, გაცილებით ნაკლები მკვლელობა ხდება. ჩვენ კი კრიმინალის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

ნეილ კავუტო:

რომელია ნომერ პირველი უსაფრთხო ქვეყანა?

მიხეილ სააკაშვილი:

ვგონებ ისლანდია... მაგრამ რადგან ჩვენ დავუპირისპირდით კორუფციას, მთლიანად შევცვალეთ სისტემა და ხალხს ინსტიტუტებისადმი რწმენა ჩავუნერგეთ და შევქმენით ისეთი რამ, რაც რუსული მოდელისა და ორბიტის აბსოლუტურ ალტერნატივას წარმოადგენს  და ემსახურება იმას, რომ თავი დავაღწიოთ წარსულს, საიდანაც მოვდივართ.

ნეილ კავუტო:

ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით შეგეკითხოთ, დროდადრო გვხვდება ისეთი პოპულარული შემობრუნებები, როგორიც თუნდაც დღეს საღამოს ვნახეთ - ვნახეთ თუ რა ხდება საუდის არაბეთში, სადაც ხალხი განაგრძობს პროტესტს  და ხვალისთვის უდიდესი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. თქვენ ეს გამოცადეთ საქართველოში, სხვათა შორის, თქვენ იყავით ერთ-ერთი ასეთი მოძრაობის ლიდერიც და აი დღეს აქ, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ხართ წარმოდგენილი. რამდენად დიდი და არასასურველი რამ შეიძლება გამოიწვიოს ამან?

მიხეილ სააკაშვილი:

ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, არის ის, რომ მთელს მსოფლიოში არაფერი არ შეაჩერებს ადამიანის იმ შეუპოვარ ინსტინქტს, რომელიც მას თავისუფლებისა და ღირსების მიმართ აქვს (მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყანა ცდილობს ამას). თავისუფლება ღირსების მთავარი შემადგენელი ნაწილია, არა? ასე რომ, ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება ასე მოიქცეს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა არ სურს ხალხს. ხალხს არ სურს ზეწოლა, მას სურთ თავისუფლება და როგორ უნდა მიაღწიოს ამას? ამგვარად, ეს არის რეფორმების, ეფექტური მთავრობისა და ინსტიტუტების შექმნის პროგრამა. ამჟამად ბევრი ხალხია როგორც ჩვენთანაც, ისე ჩვენს გარშემო, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რომლებიც ჩვენს რეფორმებით ხელმძღვანელობენ. ადრე ჩვენც გავიზიარეთ იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც მსგავსი რევოლუციები მოხდა. ჩვენ ახლახან გავიგეთ, რომ ბევრ ეგვიპტელს და ტუნისელს სურს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ეს არის მთავარი. რევოლუცია მხოლოდ დროშების ქნევა და მთავრობაში ადგილების დაკავება არ არის. ზოგ ადგილებში ბევრი ძალადობაც იყო. საბედნიეროდ, ეს ჩვენთან არ მომხდარა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - ეფექტიანი პოლიტიკა, პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ფასეულობებს და სწორედ ასეთია ამერიკა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code