Google+

ინტერვიუები

11.10.2011
მიხეილ სააკაშვილი: ჰაველი საქართველოსათვის შთაგონებაა

მიხაელ შვეცი: რას ნიშნავს თქვენთვის ვაცლავ ჰაველი, რომელსაც ახლა გადაეცით წმინდა გიორგის ორდენი?

მიხეილ სააკაშვილი: არსებობს კომუნიზმიდან გადასვლის ორი გზა – მილოშევიჩისა და ჰაველისა. აღმოჩნდა, რომ ჰაველის გზა ყველაზე მისაღებია. ის კვლავ რჩება იმ ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც ყველა გარემოებაში იცავს თავის ღირებულებებს, რაც დღევანდელ მსოფლიოში უაღრესად იშვიათია.

ეს გახლავთ პიროვნება, რომელიც არასოდეს დასთანხმებია ცინიკურ რეალპოლიტიკას – ყოველთვის თავის იდეალებს იცავდა. რეალობა, რომ ასეთი პოლიტიკური ლიდერი არსებობს, ყველა ჩვენგანისათვის უზარმაზარ შთაგონებას წარმოადგენს.

მიხაელ შვეცი: როგორ შეაფასებდით ჩეხეთ–საქართველოს ურთიერთობებს?

მიხეილ სააკაშვილიშესანიშნავია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას, გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატოში. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები პირველად აცხადებენ, რომ საქართველო წევრი ქვეყანა უნდა გახდეს, დიდწილად ჩეხეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის შედეგია. მეგობარი ქვეყნების ამ ჯგუფის შექმნაში ჩეხეთმა მთავარი როლი შეასრულა.

მიხაელ შვეცი: ხელს უწყობს თუ არა დღევანდელი გარემო ევროკავშირში საქართველოს მიღებას?

მიხეილ სააკაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირი კრიზისშია, შემდგომი გაფართოების იდეა არცთუ პოპულარულია. მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტი, რომ ახალი წევრი ქვეყნები ზოგიერთ ძველ წევრთან შედარებით უფრო წარმატებულია, გვიჩვენებს, რომ გაფართოებას დადებითი შედეგები მოაქვს. ჩეხეთის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ – ესეც ახლა ჩემი აქ ყოფნის ერთ–ერთი მიზეზია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code