Google+

რელიზები

28.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა „ვისოლისა“ და „სოკარის“ მრავალფუნქციური კომპლექსები დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე კომპანიების „ვისოლისა“ და „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსების გახსნას დაესწრო.
28.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა სვენეთი-რუისის  გვირაბები გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გორთან ცენტრალურ მაგისტრალზე ორი პარალელური 800 მეტრიანი მეტრიანი საავტომობილო გვირაბი გახსნა, რომელიც ჩქაროსნული გზატკეცილის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე მდებარეობს.
25.11.2011 მასწავლებლის სახლში მიხეილ სააკაშვილი გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მასწავლებლის სახლში დღეს გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მათ ინიციატივები და ახალი პროექტები გააცნო
25.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლისეკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა  საქართველოს პრეზიდენტმა კშიშტოფ ლისეკი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გაწეული თანადგომისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.
23.11.2011 აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის გამზირზე ფეხით გაისეირნა და ისტორიული უბნის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა.
23.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი გახსნა ქვეყნის პირველმა პირმა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და კოლორიტულ უბანში შეკრებილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.
23.11.2011 მიხეილ სააკაშვილმა რიყის პარკში რონალდ რეიგანის ქანდაკება გახსნა გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ ღირებულებებსა და საერთო ფასეულობებზე ისაუბრა, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას აერთიანებს. რონალდ რეიგანის დამსახურებისა და მისი მოღვაწეობის შეფასებისას, ქვეყნის პირველმა პირმა, ყურადღება ცივი ომის ეპოქაზე შეაჩერა.
23.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებული მოღვაწეები ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.
23.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა „ახალი თბილისის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
სავაჭრო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც საქართველომ ამ რვა წლის განმავლობაში მიაღწია.
22.11.2011 მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის სახლი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახლადაშენებული მთავრობის სახლი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ახლადგახსნილ შენობაში დღესვე მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი წარუძღვა
22.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პირველმა პირმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ქუთაისს არა რეგიონული მნიშვნელობის, არამედ საერთაშორისო აეროპორტი ექნება.
22.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კინოთეატრის მშენებარე შენობა მოინახულა მიხეილ სააკაშვილმა განცხადებით, იმისათვის, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქი გახდეს, საჭიროა მისი განვითარება როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.
22.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გახსნა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის განახლებულ შენობაში მიხეილ სააკაშვილი ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
21.11.2011 მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვაშენებთ გვირაბებს, რომლებიც საქართველოს ამთლიანებს...“ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რიკოთის განახლებული გვირაბი გახსნა.
20.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერთან დავით ნინიძესთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
20.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ფრანგ პროფესორებსა და ღვინის პირველი სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა პრეზიდენტმა სტუმრებს საკუთარი ვენახის ყურძნისგან დაწურული ორი სახის ღვინო - "რქაწითელი" და "საფერავი" დააჭაშნიკებინა. უცხოელი ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება "რქაწითელმა" დაიმსახურა.
19.11.2011 საქართველოს პრეზიდენტი ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ სააკაშვილმა ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა უწოდა.
19.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი მიიღო საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანს რეი მაბუსს შეხვდა.
18.11.2011 საქართველოს პრეზიდენტი მინესიანების ოჯახის წევრებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვალს ადევნებდა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარე პირველ სასამართლო პროცესს, რომელიც 17 წლის წინათ მომხდარი მკვლელობის საქმეს იხილავდა
18.11.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ახალ მეზობლებს უმასპინძლა მიხეილ სააკაშვილმა პირველი „ზავოდობა“ ახალ სახლში მეზობლებთან ერთად აღნიშნა და მათგან ყველაზე კოლორიტული საჩუქარი - კახური ქუდი მიიღო
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)