Google+

რელიზები

07.11.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებსა და ევროპის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრუსელში შეხვედრები ევროპარლამენტარებთან  და ევროპის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან გამართა, რომლებსაც ქვეყნის პირველმა პირმა, საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა. წლების განმავლობაში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოები გადასცა.

ევროპელმა დეპუტატებმა ვილნიუსის სამიტის წინ ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილეს, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას მიუძღვის. ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო არჩეულ ევროპულ კურს არ გადაუხვევს და წინა მთავრობის  მართველობისას მიღწეულ პროგრესს განაგრძობს. მათი განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს შერჩევითი სამართალი.  

ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი   პირადად მიხეილ სააკაშვილთან. ვილნიუსის სამიტის წინ, ევროინტეგრაციის პროცესში მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს.

თავის მხრივ, ევროპელმა ლიდერებმა წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პირველ პირს  და წარმატებები უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.    

საქართველოს პრეზიდენტი:

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირველი, რაც ჩემს ინაუგურაციაზე გავაკეთე იყო ის, რომ აღვმართე ევროკავშირის დროშა. ესრომანტიკულ სიგიჟედ ეჩვენათ ჩემს მხარდამჭერებს და სულელურ,უპასუხისმგებლო საქციელად იმ ხალხს, ვინც ჩემს მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. ასევე ძალიან უცნაურად ჩანდა ეს ბრიუსელიდან და აინტერესებდათ, თუ რა ესაქმებოდა აქ ევროპის დროშას. მახსოვს მქონდა ძალიან ბევრი სატელევიზიო გამოსვლა დაერთ-ერთი ფრანგული ტელეკომპანიის წამყვანმა მკითხა:„რა გგონია, რას წარმოადგენ,ყმაწვილო? რა ევროპა? შეხედე რუკას, გეოგრაფია არ იცი თუ რაშია საქმე?“ უცბად, გამახსენდა ჯუდი ქრისტიანის ფასეულობები, ევროპული მისწრაფებები და ა.შ. იმმომენტში ეს იყო ერთგვარი კულტურულ-ლოგიკური დებატი. ახლა კი ეს ბევრად უფრო რეალურია - ჩვენ აქ ვართ. პირველი ვიზიტი მქონდა  ვაშინგტონში და იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. როდესაც აქჩამოვედი, ღმერთმა უწყის სად,მეგონა, რომ ცივად მიმიღებდნენ.ახლა სრულიად საპირისპირო რამხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვგრძნობ აქ თავს ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. ვფიქრობ, ეს ასაკთან ერთად მოდის.

მეორე მხრივ, აი, რას გეტყვით: როდესაც ბოლოს ვნახე ჯორჯ ბუში, ეს იყო თეთრ სახლში 2008 წლის თებერვალში. მან თქვა: მე თქვენმიყვარხართ, მე მიყვარს თქვენი რეგიონი და ეს დამოკიდებულება არის პირადი. თუმცა ისიც აღნიშნა: „არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს შემდეგი პრეზიდენტისთვის“. მისი ბოლორჩევა იყო ის, რომ აგვეღო ევროპული კურსი: „ევროპა ის ადგილია, სადაც არის პროცედურული დემოკრატია, იქმუდმივად მიმდინარეობს პროცესები და თუ ამ პროცესებში ხარ ჩართული, ვეღარავინმოგიშორებს. თქვენ უნდა იყოთ იქ - ის თქვენი ბუნებრივისახლია“. შესაძლებელი იყო ბევრ რამეზე არ დავთანხმებულიყავი, მაგრამ მან ძალიან ჭკვიანური რჩევა მოგვცა, რადგან მართლაცვბრუნდებით ჩვენს ისტორიულოჯახში. ამ საქმეში ჩვენი წინამღოლი ყოველთვის იყავით თქვენ - ევროპის პარლამენტი. ეს ადგილი ყოველთვის ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომლებიც, თავის მხრივ, არის ევროპის სიძლიერე.ჩვენ ადვილად შეგვიძლია შევუერთდეთ ევრაზიულ კავშირს, საბაჟო კავშირს, რადგან იქ არანაირი ღირებულებები არ გჭირდება, მაგრამ ეს არ არის გზა, რომლის არჩევაც ღირს. ევროპა დგას ფასეულობებზე და იცავს მათ, ეს არის წარმატებაზე ორიენტირებული, უკეთესობისკენ ტრანსფორმირების ძალა. ამ თვალსაზრისით, ეს საოცარი რამაარის, რადგან თუ ჩვენ გავხდით უკეთესი, ეს თქვენი დამსახურებაცაა. თქვენი დამსახურება იქნება ისიც, თუ შევძლებთ მიღწეულის დაცვას".  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)