რელიზები
20.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი EPP-ის ყრილობის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო და ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ურბანსა და EPP-ის პრეზიდენტს ვილფრიდ მარტენსს შეხვდა. სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, ყრილობის დელეგატებმა სწორედ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც აქტუალური იქნება ევროკავშირის სამიტზე.