Google+

რელიზები

18.08.2013
საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 წლის დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა, რომელიც 7 აგვისტოს დილით გაუჩინარდა. მიხეილ სააკაშვილი გოგონას მშობლებთან სოფელი ახალშენის ქვედა სამებაში ჩავიდა - იგი პირადად დაინტერესდა მათი პრობლემითა და გამოძიების მიმდინარეობით. მისი თქმით, საქართველოში შექმნილია ისეთი სისტემა - იმდენი ტექნიკური საშუალებაა, იმდენი პროფესიონალი გამომძიებელი და სამართალდამცველი მუშაობს, რომ შეუძლებელია ადამიანი ასე უკვალოდ დაიკარგოს.

„ცდილობენ? კიდევ უფრო მეტად, გაათმაგებულად შეეცადონ და შედეგს მიაღწიონ. ახლა სხვა არაფრით არ უნდა იყვნენ დაკავებული. მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს ამდენი საშუალებისა და შესაძლებლობის პირობებში. მხოლოდ სამართალდამცველები კი არა, ხალხიც უნდა დაგვეხმაროს, რომ გოგონა მოვძებნოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გოგონას დედამ წერილი მას პირადად გაუგზავნა, ოჯახის პრობლემის შესახებ მოუთხრო და დახმარება სთხოვა.

„ქალბატონმა ლამზირამ მომმართა, როგორც მამას - ჩემი შვილიც დარეჯანის ტოლია. არავის არ ვუსურვებ მისი მშობლების ადგილზე ყოფნას. ვფიქრობ, ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება ძებნა, მეც შევეხმიანები შესაბამის ორგანოებს და რამდენიმე დღეში კიდევ შემოგივლით“, - აღნიშნა მან.

დარეჯან დიასამიძის მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის პირველ პირს გულისხმიერებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ამ საქმეში პრეზიდენტის ჩართვის შემდეგ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)