Google+

რელიზები

24.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მიერ არის ორგანიზებული.

მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის მცირეხნიანი საუბარიც შედგა. ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებს დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთში ვიზიტის დროს პრინციპული პოზიციის გამოვლენის გამო და ბარაკ ომაბას სთხოვა, კვლავაც გამოიჩიოს ყურადღება საქართველოს მიმართ.

უმაღლესი დონის შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის მუშაობაში მონაწილე ლიდერები ესწრებოდნენ, კერძოდ, სახელმწიფოთა მეთაურები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ასევე საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამიტის მიზანია ხაზგასმით აღინიშნოს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი როლი და მისი მნიშვნელობა, ასევე მმართველობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)